Მიდამო წავკისი urban.ge-ს ახალი პროექტია. პატარა საცხოვრებელი უბანი სიმწვანეში, ქალაქის ცენტრიდან 22 წუთის სავალზეა და 15 კერძო სახლს აერთიანებს.
მიდამო წავკისის მშვიდ და ეკოლოგიურად სუფთა გარემოს თან ახლავს განვითარებული ინფრასტრუქტურა, დასახლებიდან 2 წუთის სავალზეა სასურსართო მაღაზიები, აფთიაქი და სხვა დაწესებულებები ყოველდღიური საჭიროებებისთვის. ამასთან, საზოგადოებრივი ტრანსპორტი თავისუფლების მოედნიდან მიდამო წავკისამდე 30 წუთში ერთხელ მოძრაობს
პროექტს urban.ge უკვე ტრადიციად ქცეული ხარისხით აშენებს: მშენებლობის დაწყებამდე ჩავატარეთ გეოლოგიური კვლევა, რომლის დასკვნის საფუძველზეც შესაბამისი კონსტრუქციული პროექტი შევქმენით. სახლების რკინა- ბეტონის სამუშაოები მაღალი მარკიანობის ბეტონითა და არმატურით ვაწარმოეთ. ყველა ეტაპისთვის ბეტონის ხარისხს ლაბორატორიულად ვამოწმებთ.
ჩვენთვის პრიორიტეტულია ენერგო-ეფექტური სახლების აშენება – რასაც სტანდარტების შესაბამისად დათბუნებული ფასადით უზრუნველყოფთ. კედლებს „ბედეგის“ ბლოკით ვაშენებთ, კარ-ფანჯარას კი ყოველთვის ავსტრიული მექანიზმებით ვარჩევთ, იმისთვის რომ ხარისხმა დროს გაუძლოს.
მიდამო წავკისის სახლებს იდეალურად დაგეგმარებაც გამოარჩევს – ორი სართული, სამი საძინებელი, ორი სველი წერტილი, სარდაფი, მესამე სართულის ტერასა, ბუხარი, ვერანდები და ნათელი მისაღები.
ვამაყობთ, რომ სწორად დაგეგმილ სამშენებლო პროცესთან, ხარისხიანი მასალებით მშენებლობასთან, გარემოსთან იდეალურად შერწყმულ არქიტექტურასთან და კომფორტულ გეგმარებასთან ერთად, მშენებარე ტერიტორიაზე გაშენებული მრავალწლიანი ნარგავებიდან უკლებლივ ყველა შევინარჩუნეთ