გიორგი გუჯაბიძე - მმართველი პარტნიორი
ვცდილობთ მომხმარებელს კომფორტი ყველა მიმართულებით შევუქმნათ. საცხოვრებელი სახლების ფასები, საბაზრო ფასებთან და ზოგად ეკონომიკურ მდგომარეობასთან მიმართებით, დავაბალანსეთ და შევქმენით მოსახერხებელი საგადასახადო სისტემა და პირობები. ვფიქრობთ, რომ კომფორტული სახლი არის საჭიროება და არა პრივილეგია.
სოფიო ფურცელაძე - მმართველი პარტნიორი
დღეს, როცა სამყარო უსწრაფესად ვითარდება, შეუძლებელია ურბანულ რიტმს, რომელიც ხშირად ასე გვღლის, სრულად ავარიდოთ თავი. დატვირთული ცხოვრების რეჟიმის დასაბალანსბლად საცხოვრებელ სახლებს ქალაქის ცენტრიდან ცოტათი მოშორებით ვაშენებთ და ერთ-ერთ პირორიტეტად კეთილმოწყობილი ეზოები გვაქვს.
სალომე იმერლიშვილი - მომხმარებელთან ურთიერთობის აღმასრულებელი დირექტორი
მომხმარებელთან ურთიერთობის მრავალწლიან გამოცდილებას ვიყენებთ ყოველთვის და ყველა დეტალში - მომხმარებელთან შეხვედრის პირველი დღიდან საცხოვრებელი სახლის გასაღების გადაცემის მომენტამდე. ნდობის მოპოვებისა და შენარჩუნებისთვის გუნდის თითოეული წევრი შრომობს.
ნესი კუპრეიშვილი - მომხმარებელთან ურთიერთობის მენეჯერი
გვჯერა, რომ მომხმარებელთან ღია და გამჭვირვალე კომუნიკაცია ჩვენი გუნდის წარმატების საწინდარია. ამიტომ ყოველთვის მზად ვართ ვუპასუხოთ ნებისმიერ კითხვას, რომელიც შესაძლოა ჩვენს მომხმარებელს ან პოტენციურ მომხმარებელს გაუჩნდეს.
კოტე შავდათუაშვილი - ფინანსური დირექტორი
ფინანსური კუთხით, კომპანიის მიზანია სწრაფი ზრდა მოსალოდნელი რისკების გათვალისწინებით, რასაც ფულადი სახსრების მოძრაობის დეტალური პროგნოზირებითა და კომპანიის საჭიროებებზე მაქსიმალურად მორგებული მენეჯერული აღრიცხვით ვაღწევთ.
ნუცა მამულაშვილი - ოპერაციული მენეჯერი
ჩვენი თითოეული პროექტი არსებულ კანონებსა და რეგულაციებს სრულად აკმაყოფილებს. რაც, თავისთავად, მომავალი მაცხოვრებლისთვის არის უსაფრთხოების და სანდოობის გარანტი. ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ თქვენი სახლი დროულად და კანონის სრული დაცვით გადმოგეცეთ.
ნატალია ჯოხაძე - პროექტების მენეჯერი
ჩვენი არჩევანი და მკაცრი გადაწყვეტილებაა ყველა მიმართულებით ვიყოთ ეკო-მეგობრულები, მათ შორის სამშენებლო მასალებშიც. გარდა იმისა, რომ თითოეულ პროექტს ოპტიმალურ შიდა დაგეგმარებას ვუკეთებთ, მშენებლობისას ვიყენებთ ენერგო დამზოგავ მასალებს, რაც არამხოლოდ ეკო-მეგობრული, არამედ მომავალში ფინანსურად ეკონომიურიც იქნება მაცხოვრებელისთვის.
თეკო მგალობლიშვილი - მარკეტინგის აღმასრულებელი მენეჯერი
სოციალურ პასუხისმგებლობად გუნდმა განათლების ხელშწყობა ავიღეთ. სწორედ განათლება მიგვაჩნია ჯანსაღი თაობების ჩამოყალიბების უმთავრეს პირობად. რაც უფრო ხარისხან და მრავალფეროვან ინფორმაციაზე ექნება საზოგადოებას წვდომა, მით უფრო სწორი ღირებულებები ჩამოუყალიბდება და გიაზრებს, რომ თუ უკეთეს სამყაროში და ქვეყანაში გვსურს ცხოვრება, ცვლილებები საკუთარი თავით უნდა დავიწყოთ.
ნიკა გვენეტაძე - არქიტექტორი
15 წლიანი სამუშაო გამოცდილება სამშენებლო სფეროში, საშუალებას გვაძლევს თვალი გადავავლოთ ტენდენციების ცვლილებას დროსთან ერთად და შევქმნათ ახალი პროდუქტი, უფრო მოსახერხებლად და გონივრულად - არამხოლოდ მომხმარებლისთვის, არამედ გარემოს მიმართაც.