urban.ge - ის დამფუძნებლებს 15 წლიანი გამოცდილება და კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობა აქვთ მშენებლობასა და უძრავი ქონების განვითარებაზე, თავად გუნდი კი, მთლიანი შემადგენლობით ბაზარზე თითქმის 4 წელია ოპერირებს.

კომფორტი urban.ge-ის პირველი ხაზია, რომელიც ქალაქის ურბანული განვითარების ყველა პრიორიტეტს ითვალისწინებს.

ოპტიმალური შიდა გეგმარების, ენერგო დამზოგავი სამშენებლო მასალებისა და სრული სარემონტო სამუშაოების უზრუნველყოფით, დაბალანსებული ფასებითა და გადახდის მოსახერხებელი პირობებით 3 წლის განმავლობაში, ისანი კომფორტში უკვე 120-ზე მეტი ოჯახის კომფორტი შეიქმნა.

ახალი პროექტი ლისზე ახალი სტანდარტების მქონე კომფორტია. ურბანული ცხოვრების რიტმის სრულფასოვანი გაზიარება ისე, რომ სახლში დაბრუნებულს მეტი სივრცე და უფრო ჯანსაღი გარემო დაგხვდეს, ჩვენი გუნდის ახალი გამოწვევა გახდა.

ლისის ტბის სიახლოვეს, ქალაქის ცენტრიდან რამდენიმე წუთის სავალზე 14 ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი პატარა, საკუთარი ეზოთი და ტერასით,  ამ გამოწვევაზე ჩვენი გუნდის პასუხია.

გამწვანება და ეკოლოგია არა სოციალური პასუხისმგებლობა, არამედ მკაცრი ვალდებულებაა.

ჩვენთვის სოციალური პასუხისმგებლობა განათლების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობაა, რადგან, როგორც სხვა ყველაფერი, ქალაქის სწორი განვითარება და სასიცოცხლო ძალა ინფორმირებული საზოგადოებაა, რომელსაც სწორი მოთხოვნები და განვითარების სწორი მისწრაფებები აქვს.

urban.ge-ის თითოეული პროექტი სამართლებრივად გამართული, კანონებთან და რეგულაციებთან შესაბამისობაშია მოყვანილი და იცავს საკუთრების უფლებას.

ჩვენი გუნდი ყოველთვის მზად არის ყველა კითხვაზე გამჭვირვალე და კომპეტენტური პასუხი გაგცეთ და ინფორმირებულობის სრული კომფორტი შეგიქმნათ.

დარწმუნებულები ვართ, რომ უძრავი ქონების განვითარება შესაძლებელია ისე, რომ ხელი შეუწყო ქალაქის  სწორ ურბანულ პროგრესს.

ჩვენ ამ მიდგომის ერთგულები დავრჩებით.

გულწრფელად,

ურბან.ჯი (ჩვენ)